რუსეთის კალუგის ოლქში მდებარე საწარმო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა

დრონებით თავდასხმის შედეგად რუსეთის კალუგის ოლქში მდებარე საწარმო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

„ერთ-ერთი დრონის ჩამოვარდნის შედეგად ძერჟინსკის რაიონში მდებარე სამრეწველო საწარმოს ტექნიკურ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. საწარმოს ღამის ცვლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო“, – წერს კალუგის გუბერნატორი „ტელეგრამის“ არხზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ექვსი ოლქის ტერიტორიაზე 77 დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 25 კალუგის ოლქში.

მსგავსი თემები