ალექსანდრე ლუკაშენკო დღეს მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. „ბელტას” ცნობით, დღეს კრემლში ალექსანდრე ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება.

ალექსანდრე ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი პირისპირ შეხვედრაზე და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების წევრების მონაწილეობით, ბელარუსსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხებს განიხილავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერები ასევე გაცვლიან მოსაზრებებს მიმდინარე საერთაშორისო ვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მსგავსი თემები