რუსებმა ხერხონის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, რომან მროჩკოს ცნობით, დაღუპულია 42 წლის ქალი. რაც შეეხება დაშავებულს, ის კლინიკაშია გადაყვანილ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
როგორც მროჩკომ აღნიშნა, ღამით ქალაქი მასირებულად დაიბომბა და რეგიონში საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემა მოქმედებდა.