“რუსეთმა საქართველო ბუშისგან აიღო”- ტრამპი

“რუსეთზე ზეწოლა შეგვიძლია, მაგრამ იმედია, საჭირო არ გახდება”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ტრამპის პასუხი ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას მოყვა იმის თაობაზე, შეუძლია თუ არა აშშ-ის რაიმეს გაკეთება რუსეთზე ზეწოლის მხრივ.

“კი, კი, შეგვიძლია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ საჭირო არ იქნება. რა თქმა უნდა, ზეწოლა შეგვიძლია. შეგვიძლია რუსეთთან ამის გაკეთება. გახსოვდეთ, რომ რუსეთმა საქართველო ბუშისგან აიღო, ხო სწორია? მათ ყირიმი აიღეს ადამიანისგან სახელად – ობამა… სცადეს მთლიანად ყველაფრის მიღება ბაიდენისგან. ვინ არის ერთადერთი, ვისგანაც არაფერი აუღიათ? – ტრამპი.

რეალურად, მე ვარ ის, ვინც “ჩრდილოეთის ნაკადი – 2” შეაჩერა – გაზსადენი, ყველაზე დიდი გაზსადენი მსოფლიოში. მე გავაჩერე ის… რაც რუსეთთან მიმართ გავაკეთე, ძალიან მკაცრი იყო, ყველაზე მკაცრი ვიყავი. ჩემგან არაფერი არ აუღიათ. აუღიათ ობამასგან, ბუშისგან და მძინარე ჯო ბაიდენისგან”- განაცხადა მან.

მსგავსი თემები