,,ევროკავშირი 28 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფებს დააწესებს” – Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირი 28 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფებს დააწესებს.

დღეს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები ძალაში შევიდა.

„ეს აშშ-ს ტარიფების ეკონომიკურ მასშტაბებს შეესაბამება. ჩვენი საპასუხო ზომები ორ ეტაპად ამოქმედდება. იგი 1-ელ აპრილს დაიწყება და 13 აპრილიდან სრულად ამოქმედდება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის.

მსგავსი თემები