ტრამპი აშშ-ში კანადიდან შესულ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფს 50%-მდე გაზრდის

დონალდ ტრამპი აშშ-ში კანადიდან შესულ ფოლადსა და ალუმინზე დაგეგმილ ტარიფის 25-დან 50%-მდე გაზრდის. ამის შესახებ მან Truth Social-ის პლატფორმაზე დაწერა.

ტრამპის თქმით, დაგეგმილი ტარიფის გაორმაგება დაკავშირებულია კანადის გადაწყვეტილებასთან 25%-იანი ტარიფი დაუწესოს აშშ-ში ექსპორტზე გასულ ელექტროენერგიას.

“ასევე კანადამ დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს თავისი 250-დან 390%-მდე ფერმერების ანტიამერიკული ტარიფი სხვადასხვა ამერიკულ რძის პროდუქტზე, რომელიც დიდი ხანია აღმაშფოთებლად მიიჩნევა. უახლოეს მომავალში ელექტროენერგიაზე ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებ, საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე”, – წერს ტრამპი.

მსგავსი თემები