,,აშშ-ის მთავრობა USAID-ის პროგრამების 83% ოფიციალურად აუქმებს. 5 200 კონტრაქტზე, რომელიც ახლა გაუქმებულია, ათობით მილიარდი დოლარი დაიხარჯა ისე, რომ აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურებოდა”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
მისი თქმით, კონგრესთან შეთანხმების შედეგად ორგანიზაციის პროგრამების დარჩენილი ნაწილის ეფექტური ადმინისტრირება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოხდება.
„კონგრესთან კონსულტაციის შემდეგ, ჩვენ განზრახული გვაქვს დარჩენილი პროგრამები (დაახლოებით 1000), რომელსაც ვინარჩუნებთ, უფრო ეფექტურად იმართებოდეს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ“, – აცხადებს რუბიო.
ის მადლობას უხდის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს, რომელმაც „დიდი ხნის განმავლობაში იმუშავა ამ დიდი ხნის დაგვიანებული და ისტორიული რეფორმის მისაღწევად“.