“ლარის კურსის ფორმირებაზე ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში არსებული კლიმატი” – არჩილ თალაკვაძე

„კარგად უნდა გვესმოდეს ყველას რა ახდენს ჩვენი ვალუტის კურსის ფორმირებაზე გავლენას – როდესაც ვამბობთ, რომ ეს არის მცურავი კურსი, ანუ, ბალანსი, რომელიც ბუნებრივად დგება, უნდა გვესმოდეს, რომ მასზე დიდ ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში არსებული კლიმატი, რომელიც თავის მხრივ, მოქმედებს საინვესტიციო მიმართულებასა და ტურიზმზე, რომელსაც ქვეყანაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი შემოაქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ლარის კურსზე საუბრისას.

არჩილ თალაკვაძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზები დაასახელა. მისი შეფასებით, დესტაბილიზაციის და ძალადობის ორგანიზება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ, პირდაპირაა მიმართული სახელმწიფოსა და მოქალაქეების კეთილდღეობის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.

თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ეს უარყოფითი ზეგავლენა უკვე მცირდება და ლარის კურსი უნდა დასტაბილურდეს.

“სახელმწიფოს და ეროვნულ ბანკს ასევე აქვს არაპირდაპირი ჩარევის მექანიზმები და, როდესაც ამის აუცილებლობა არის და ეს გამართლებულია, ეროვნული ბანკი ამ მექანიზმებს გამოიყენებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

მსგავსი თემები