ირაკლი ოქრუაშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ადვოკატი გაასაჩივრებს

ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობაში დატოვებას მისი ადვოკატი გაასაჩივრებს. 

ყოფილი თავდაცვის მინისტრის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი მის დაკავებას პირველივე დღიდან პოლიტიკურ პროცესებში გააქტიურებას უკავშირებს. 

ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ შეიძლება საჩივარი არ სცნოს, ისინი მაინც გაასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას.

„სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო და უაპელაციოდ გაიზიარა პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტის დროს, თითოეული ინდივიდი, თითოეული ბრალდებული ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, აბსოლუტურად სამივეზე გადმოკოპირებული ჰქონდა ის საფრთხეები, რაზეც პროკურატურა საუბრობდა. მიმალვის საფრთხესთან დაკავშირებით, რომ ოქრუაშვილს კავშირები აქვს უცხოეთში და დიდხანს ცხოვრობდა და ახლაც უცხოეთში იყო, მის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს, როდესაც ადამიანმა წინასწარ გააფრთხილა წერილობით. 48 საათი გვაქვს, გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება და მერე სააპელაციო სასამართლო, რასაც 99%-ის შემთხვევაში აკეთებს ხოლმე, დაუშვებლად ცნობს საჩივარს, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ვნახოთ რა იქნება,“ – განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

მსგავსი თემები