შვედეთი საქართველოში მიმდინარე აქციების მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებს

შვედეთი საქართველოში მიმდინარე აქციების მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებს და ხელისუფლებას მოუწოდებს გადადგას ნაბიჯები, რათა კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს.

„დღეს საქართველოში პროტესტის მე-100 დღეა, მიუხედავად ძალადობისა, დაპატიმრებებისა და ახალი საკანონმდებლო შეზღუდვების. შვედეთი აგრძელებს ყველა ქართველის უფლების მხარდაჭერას, რომ ჰქონდეთ გამოხატვისა და მშვიდობიანად შეკრების თავისუფლება. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ამ კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს და ადამიანის უფლებების პატივისცემა უზრუნველყოს” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მსგავსი თემები