ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება

ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საბითუმო, მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია 80-მდე ნიმუში. 

“არსებული მონაცემებით, ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება. სეზონურობის ფაქტორის გათვალისწინებით, მიმდინარეობს საზამთროსა და ნესვის ნიმუშების აღება. 

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სარეალიზაციო ბაზრის კონტროლს და შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. ნიტრატების განსაზღვრის მიზნით, წლის ბოლომდე 200-მდე ნიმუშის აღებაა დაგეგმილი”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები