უკრაინამ დიდი ბრიტანეთისგან 725 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო

უკრაინამ დიდი ბრიტანეთისგან „დიდი შვიდეულის“ სესხის ფარგლებში პირველი ტრანში, 725 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალი ავრცელებს.

„ჩვენ გამოვიყენებთ სახსრებს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. მადლობას ვუხდი კირ სტარმერს, დიდი ბრიტანეთის მთავრობას და ჩვენს პარტნიორებს „დიდი შვიდეულიდან“ იმ მექანიზმისთვის, რომელიც აიძულებს რუსულ თანხებს, იმუშაონ უკრაინისთვის. იმედი გვაქვს, რუსეთის ფედერაციას ყველა სუვერენული აქტივი მომავალში ჩამოერთმევა და გადმოეცემა ჩვენს სახელმწიფოს“, – წერს დენის შმიგალი.

სესხი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების ხარჯზე იქნება დაფარული.

მსგავსი თემები