ევროპელი ლიდერები ბრიუსელში, სპეციალურ სამიტზე იკრიბებიან. შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ევროპის თავდაცვის საკითხებს განიხილავენ.
ევროკავშირის საბჭოს ცნობით, ლიდერები იმსჯელებენ, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს შემდგომში მხარი დაუჭიროს უკრაინას და იმ პრინციპებს, რომელიც მომავალში უნდა დაიცვან.
სამიტის დაწყებამდე განცხადებები გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთი საკუთარი ბირთვული იარაღით ევროპელი მოკავშირეების დაცვის შესაძლებლობას განიხილავს. მან იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი ევროპის მოკავშირედ დარჩება, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ მზად უნდა იყვნენ სხვა სცენარისთვისაც.