რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს. რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის საგამოძიებო დირექტორატის ცნობით, ეჭვმიტანილებმა 2023 წელს „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს, რომლის მიზანი რუმინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისთვის და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობებისთვის ძირის გამოთხრა იყო“.
„ასევე, კრიმინალური დაჯგუფების წევრები არაერთხელ დაუკავშირდნენ უცხო სახელმწიფოს აგენტებს, როგორც რუმინეთში, ისე რუსეთის ფედერაციაში“, – ნათქვამია DIICOT-ის განცხადებაში.
პროკურორებმა განაცხადეს, რომ დაჯგუფების მიზანს კონსტიტუციური წესრიგის დამხობა, ახალი მთავრობის დანიშვნა და ქვეყნის ნატო-დან გაყვანა წარმოადგენდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი გადამდგარი გენერალ-მაიორი, 101 წლის რადუ თეოდორუა.