კანადა ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებს შემოიღებენ. ტრუდო ამბობს, რომ კანადა 25%-იან ტარიფებს შემოიღებს 155 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელზე, რომლის იმპორტირებასაც ქვეყანა აშშ-დან ახდენს.
“შეერთებულმა შტატებმა სავაჭრო ომი დაიწყო კანადის, მისი უახლოესი პარტნიორისა და მოკავშირის, მისი უახლოესი მეგობრის წინააღმდეგ. ამავდროულად ისინი რუსეთთან პოზიტიურად მუშაობაზე ლაპარაკობენ, შემწყნარებლები არიან ვლადიმირ პუტინის: მატყუარა, მკვლელი დიქტატორის მიმართ. სცადეთ აქედან აზრის გამოტანა” – განაცხადა ტრუდომ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 30 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფები დაუყოვნებლივ ამოქმედდება, ხოლო დანარჩენ 125 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელზე – 21 დღეში.