აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება დროებითია. მისივე ინფორმაციით, დახმარების შეჩერება უკავშირდება გასულ პარასკევს, თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებს.
„ეს არის დროებითი პაუზა“– აღნიშნა ჯონსონმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უნდა „გამოასწოროს ის, რაც გასულ კვირაში მოხდა, “შოკისმომგვრელი მოვლენები ოვალურ კაბინეტში“.