ტრამპის განცხადებით, დაფინანსება შეუწყდება იმ სასწავლო დაწესებულებას, რომელიც „უკანონო პროტესტებს დაუშვებს“

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ნებისმიერ კოლეჯს, სკოლას ან უნივერსიტეტს, რომელიც „უკანონო პროტესტებს“ დაუშვებს, ფედერალური დაფინანსება შეუწყდება.

„ყველანაირი ფედერალური დაფინანსება შეუწყდება ნებისმიერ კოლეჯს, სკოლას ან უნივერსიტეტს, რომელიც უკანონო პროტესტებს დაუშვებს. აგიტატორები იქნებიან დაპატიმრებული ან დეპორტირებული ქვეყანაში, საიდანაც ჩამოვიდნენ. ამერიკელი სტუდენტები სამუდამოდ გაირიცხებიან ან დამოკიდებულია დანაშაულზე – დაპატიმრებული იქნებიან. არავითარი ნიღბები! მადლობა ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის” – წერს ტრამპი.

მსგავსი თემები