პატარა ქალაქი 16 ტბითა და 238 მდინარით – ეს უძველესი ქალაქი ძინსია ძიანკსუს პროვინციაში, სუჭოუს სამხრეთით, ჩიეთში. ქალაქს 2 000-ზე მეტი წლის ისტორია აქვს, რაც იმას მოწმობს, რომ ძინსი მდიდარი კულტურისა და ტრადიციების მატარებელია. ამიტომაც, მას ტურისტები თითქმის ყველა სეზონზე ჰყავს.
ისტორიისა და სიძველის ერთ-ერთი სიმბოლოს წარმოადგენს 36 ხიდი, რომელიც ქალაქის მდინარეებზე გადის. ყველა ხიდი სხვადასხვა სტილისაა და აშენებულია სხვადასხვა პერიოდში.
ქალაქი ასევე დატვირთულია მუზეუმებით. ქალაქის ცენტრში, 2 კვადრატული კილომეტრის მონაკვეთზე 14 მუზეუმია თავმოყრილი. მათ შორის უძველესი ფილების მუზეუმი, წითელი ფაიფურის მუზეუმი და ძველი მონეტების მუზეუმი. ძინსი შედარებით მშვიდი ქალაქია და ის ხანის დინასტიის დროს აშენდა. ძინსის შანხაიდან სულ რაღაც 70 კმ აშორებს.
ამ უძველეს ქალაქს გააჩნია 2 კულტურული რელიქვია პროვინციული დონის დაცვის ქვეშ და 12 კულტურული რელიქვია მუნიციპალური დონის დაცვის ქვეშ.
ქალაქში მდინარეები, ქუჩები, სახლები და ხეივნები ერთმანეთთან დაკავშირებულია 16 უძველესი ქვის ხიდით ქალაქის სხვადასხვა მონაკვეთზე. მდინარეს კი ქვის ნაპირები მიუყვება, საიდანაც ქვის საფეხურებით დაღმართზე ჩადიხარ და ნავებთან აღმოჩნდები. ულამაზესი სანახავია აღმართული ქვის სვეტები, სადაც გემებს თოკებით ამაგრებენ.
ქალაქი 4000-ზე მეტ ტრადიციულ ნაგებობას მოიცავს. მათ შორის, ყველაზე პოპულარულია ჭუტიანის აგურის ღუმელები, ჩენ მუცუს რეზიდენცია და თონგტაოს ტაძარი.
მუზეუმებს შორის ყველაზე ცნობილია უძველესი კრამიტის მუზეუმი, რომელიც პირველი და ერთადერთია ჩინეთში, რომელიც ასახავს ძინსის უნიკალურ კრამიტის კულტურას. ძინსი არის ქალაქი, სადაც მოგზაურობა სიძველეს და წარსულში დაგაბრუნებთ და სიამოვნებით ჩაიკარგებით.