შეიქმნა იმპლანტი, რომელიც ადამიანს აივ ინფექციისგან ერთი წლის განმავლობაში დაიცავს

გლობალურმა ბიოფარმაცევტულმა კომპანიამ, „მერკისმა“ შექმნა იმპლანტი, რომელსაც ორგანიზმში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის(აივ) ერთი წლის პრევენციისთვის საკმარისი სამკურნალო საშუალება შეაქვს და შესაბამისად, საჭირო აღარ იქნება ყოველდღიურად აბების მიღება.

„მერკის“ აივ-ის იმპლანტი, დაახლოებით, ასანთის ღერის ზომისაა და ადამიანის კანქვეშ, მხარზე თავსდება.

რამდენიმე დღის წინ, კომპანიამ იმპლანტის კლინიკური კვლევების პირველი ფაზის შედეგები წარმოადგინა. „მერკის“ განცხადებით, საშუალება საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ცდა მხოლოდ 12 მამაკაცზე ჩატარდა და 12 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, კომპანია შედეგებით საკმაოდ კმაყოფილია.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) გადადების მაღალი რისკის წინაშე მყოფი ადამიანები, დღეისათვის პრეექსპოზიციურ პროფილაქტიკურ მედიკამენტებს (PrEP) იღებენ. ეს წამალი მათ ვირუსის გადადებისგან ნაწილობრივ იცავს.

მსგავსი თემები