“რუსთავი 2“-ის საქმეზე, შესაძლოა, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას

“რუსთავი 2“-ის საქმეზე, შესაძლოა, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით, ისინი მოვლენათა განვითარებას ელოდებიან და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მიმართავენ თუ არა პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით.

„პირველ რიგში, ჩვენ დავაკვირდებით უახლოეს დღეებში როგორ წავა პროცესები. მათ შორის, ქიბარ ხალვაშთან შეხვედრა, რომელიც დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დაანონსეს“, – აღნიშნა ლევან კობერიძემ.

საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით, მოსაზრება გამოთქვა „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჯარჯი აქიმიძემაც:

„საგამოძიებო კომისია იმუშავებს დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, 1 წლის შემდეგ, „რუსთავი 2“-ის ადგილას რა იქნება, კაციშვილმა არ იცის“, – განაცხადა აქიმიძემ.

მსგავსი თემები