პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. შეკრებილებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მათ ადგილზე მათ საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი.

პარალელურად აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, საიდანაც აქციის მონაწილეები, ჩვეულებისამებრ მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.

პროტესტის 94-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

მსგავსი თემები