“ვიღაც ჩემგან ზელენსკი კრიტიკას ელოდა, მაგრამ არა…”- პოროშენკო

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ის ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას არ აპირებს. მისი თქმით, უკრაინისა და აშშ-ის ურთიერთობები არა მხოლოდ ზელენსკისა და ტრამპის ურთიერტობები არ არის.

„და ახლა ყველას კითხვა აქვს: შემდეგ რა გავაკეთოთ? ვიღაც ჩემგან ზელენსკი კრიტიკას ელოდა, მაგრამ არა, კრიტიკა არ იქნება, ვინაიდან ეს არ არის ის, რაც ქვეყანას ახლა სჭირდება… უკრაინისა და აშშ-ის ურთიერთობები – არა მხოლოდ ზელენსკისა და ტრამპის ურთიერთობებია. ეს ორი დიდი ერის ურთიერთობებია, რომლებმაც იციან, რომ დემოკრატია და თავისუფლება ცარიელი სიტყვები არაა არც უკრაინისთვის, არც აშშ-სთვის. და არ შეგვიძლია საკუთარ თავს ანტიამერიკული განწყობების გავრცელების უფლება მივცეთ.

პირველ რიგში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე უნდა ვიფიქროთ, რომლებიც ამა თუ იმ ქმედებების შედეგად შესაძლოა ამერიკული იარაღის მიწოდებების გარეშე დარჩნენ. და ეს არანაირად არ არის პრეზიდენტ ზელენსკის კრიტიკა, ვინაიდან ერთადერთი რამ რაც ახლა უკრაინას სჭირდება, არის ერთიანობა“ – წერს პოროშენკო.

 

 

 

მსგავსი თემები