სერბეთის ქალაქ ნისში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა. ქალაქში ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა. მოქალაქეები ქვეყნის ხელისუფლებას აკისრებენ პასუხისმგებლობას, გასული წლის პირველ ნოემბერს რკინიგზის სადგურზე ჩამონგრეული ბეტონის ფილის გამო, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.
აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებაში არსებული კორუფცია გახდა ტრაგედიის მიზეზი და პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომას მოითხოვენ.