“მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი და არა მიყუჩება მომდევნო რუსულ თავდასხმამდე“- ანალენა ბერბოკი

“ჩვენი კოშმარი დღეს იმაზე დიდია, ვიდრე ადრე, თუმცა, ასევე დიდია ჩვენი ვალდებულება უკრაინელი ხალხის, ჩვენი საკუთარი უსაფრთხოებისა და ევროპაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის” – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბერბოკმა აღნიშნა, მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი.

„გუშინდელმა დღემ ცხადყო, რომ მანკიერების ახალი ერა დაიწყო, რომლის პირობებშიც ჩვენ წესებზე დაფუძნებული წესრიგი და კანონის უზენაესობა უნდა დავიცვათ უფრო მეტად, ძლევამოსილთა წინააღმდეგ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერცერთი თავისუფალი ქვეყანა, რომელსაც ძლიერი მეზობელი ჰყავს, ამიერიდან მშვიდად ვერ დაიძინებს. ამიტომ, მე მკაფიოდ ვიტყვი, ატლანტის ოკეანის მიღმა რა არის სწორი და რა არა, ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენთვის. არავის სჭირდება და არავის სურს მშვიდობა იმაზე მეტად, ვიდრე უკრაინელებს. აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. თუმცა, მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი და არა მიყუჩება მომდევნო რუსულ თავდასხმამდე“- განაცხადა ბერბოკმა.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უკრაინისთვის გერმანული დახმარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და შესაბამისი მოთხოვნით ბუნდესტაგს მიმართა.

მსგავსი თემები