“მდგომარეობა უეცრად გართულდა”- როგორია პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა?!

ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გართულების შემდეგ რომის პაპმა ღამე მშვიდად გაატარა. ინფორმაციას მედია ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვატიკანის ცნობით, პარასკევს საღამოს 88 წლის რომის პაპს, „იზოლირებული რესპირაციული კრიზისი“ ჰქონდა, რის გამოც არაინვაზიური მექანიკური ვენტილაცია გახდა საჭირო.

„ღამემ მშვიდად ჩაიარა, პაპი ისვენებს“ – განაცხადა ვატიკანმა.

რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც ორივე ფილტვის ანთებას ებრძვის, მძიმე რესპირაციული ინფექციის გამო 14 თებერვალს რომის გემელის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები