„რუსეთი პუტინის წინააღმდეგ“ – საპროტესტო აქცია გაიმართა ბერლინში

„რუსეთი პუტინის წინააღმდეგ“ – ამ სახელწოდების საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა ბერლინში. მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იულია ნავალნაია იყო. მედიის ინფორმაციით, მსვლელობაში 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

მარშის  მონაწილეები ბერლინის ცენტრში, რუსეთის საელჩოსთან მივიდნენ. მსვლელობა ბრანდენბურგის კარიბჭესთან დასრულდა. აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

მსგავსი თემები