“მათი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა”- ტრამპ-ზელენსკის შეხვედრას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა

თეთრ სახლში ტრამპ-ზელენსკის შორის უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, არაერთმა მსოფლიო ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმეირ ზელენსკის მხარდაშჭერა გამოუცხადა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მათ ისტორიულ ბრძოლაში – დაიცვან თავი რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიისგან. მათი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. ერთად ძლიერები ვართ“ – წერს ბელგიის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი. ენტონი ალბანიზის განცხადება 1 მარტს გამოქვეყნდა, თეთრ სახლში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის ხმაურიანი შელაპარაკების შემდეგ. მისი თქმით, ავსტრალია უკრაინის გვერდით დგას.

„სამი წლის განმავლობაში ავსტრალია ამაყად უჭერდა მხარს მამაც უკრაინელ ხალხს – რუსეთის ბრუტალური აგრესიის წინააღმდეგ თავიანთი სუვერენიტეტისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო სამართლის მხარდაჭერაში. ავსტრალია უკრაინის გვერდით დგას”– წერს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი.

სლოვენიის პრეზიდენტი ნატაშა პირც მუსარი აცხადებს, რომ თეთრ სახლში 28 თებერვალს მომხდარი ამბავი ძირს უთხრის საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპებსა და დიპლომატიის საფუძვლებს. ის ამბობს, რომ უკრაინის გვერდით დგას.

თქმით, მისი ქვეყანა უკრაინის გვერდითაა.

“უკრაინავ, ესპანეთი შენთანაა”– დაწერა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა  პედრო სანჩესმა.

ოვალურ ოფისში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა პოლონეთმაც.

ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი გააკრიტიკეს სენატის დემოკრატებმაც და განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის საქმეს აკეთებს.

ზელენკის სოლიდარობა გამოუცახდეს ევროკავშირის ლიდერებმაც.

თეთრ სახლში მომხადრის გამო ტრამპმა შექებაც დაიმსახურა, უფრო მეტიც, მას მადლობაც კი გადაუხადეს „ამერიკელი ხალხის დაცვისთვის“.

პრეზიდენტი ტრამი შეაქო ვიქტორ ორბანმაც.

“ძლიერი კაცები მშვიდობას ამყარებენ, სუსტი კაცები ომს. დღეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მამაცად დადგა მშვიდობის მხარეს. იმის მიუხედავადაც, ეს თუ ბევრისათვის რთულად მოსანელებელი იყო. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო!” – წერს უნგრეთის პრემიერი.

მსგავსი თემები