უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ინფორმაციას და ზელენსკის ჩასვლის ამსახველ ფოტოს არაერთი ბრიტანული გამოცემა ავრცელებს. მედიის ცნობით, 2 მარტს ზელენსკი ბრიტანეთში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ ევროპის ლიდერთა სამიტში, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის მიერ არის ორგანიზებული.
ზელენსკი დიდ ბრიტანეთში დღეს ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტს, გუშინ შეხვედრა ჰქონდა დონალდ ტრამპთან. ლიდრებს შორის დაძაბული საუბარი იყო, საბოლოოდ კი ის უშედეგოდ დასრულდა. უფრო მეტიც, პრესკონფერენცია ვადაზე ადრე შეწყდა და ლიდერებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.