კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა განაცხადა, რომ მისი შვილი 4 წელის მოკლულია და ექიმი ბერ რამეს მალავს,
„ქალბატონმა ქეთევან ლობჟანიძემ ბევრი რამე დამალა. ვსვამ კითხვას, არ გიჩნდებათ რელევანტური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი შვილი მე-4 წელია მოკლულია და ახლა საუბრობენ თითქოს, სიმართლეს. სამედიცინო ისტორიაში სულ სხვა ფაქტობრივი გარემოებები დევს, სულ სხვა მოცემულობებია. საქმეზე ჩატარებულია უამრავი ექსპერტიზა, მათ შორის, სატელეფონო, ჩემი შვილის ფონოსკოპური ექსპერტიზები, იქ დადგენილია გარემოებები, ექიმების დაუდევრობები და გულგრილი დამოკიდებულება ჩემი შვილის მიმართ“ – განაცხადა ჩარკვიანმა.
აღნიშნულ საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ექიმს 12 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს.