რეჟისორი და მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი გარდაიცვალა. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე, მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე და მისი მუდმივი თანამოაზრე, რეჟისორი და პედაგოგი, პოეტ პეტრე გრუზინსკის შვილი, ბაგრატიონთა შთამომავალი.
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სამძიმარს უცხადებს ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს.
ნუგზარ ბაგრატიონი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში (1975, 1980-1984). 1991-1994 წლებში ასწავლიდა ხელოვნების აკადემიაში.
1996-1997 წლებში იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი; 1997 წლიდან — კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი.