უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 103 დრონი ჩამოაგდეს. არის მსხვერპლი

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 103 დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტრის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, ოდესის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასისა და კიევის ოლქები დაზარალდა“ – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ოდესის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

მსგავსი თემები