ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზა დღეს სრულდება

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 19 იანვარს ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზა დღეს სრულდება. ისრაელს პირველი ფაზის გახანგრძლივება კიდევ 42 დღით სურდა, მაგრამ „ჰამასი“ ამის წინააღმდეგია.

ისრაელის დელეგაცია კაიროში შუამავლებთან, ეგვიპტესთან, კატართან და აშშ-ის წარმომადგენლებთან იმყოფებოდა მოლაპარაკებებზე. მათი დაბრუნების შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართა.

შეთანხმების ფარგლებში, რომელმაც 15-თვიანი ომი დაასრულა, 33 ისრაელელი და ხუთი მძევლის დაბრუნების სანაცვლოდ, ისრაელმა 2 000-მდე პალესტინელი პატიმარი გადასცა „ჰამასს“.

მსგავსი თემები