ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საკარაულას ხეობაში სამი მწყემსიდან ორის ადგილსამყოფელთან მაშველები უკვე მივიდნენ. გრძელდება ერთი ადამიანის სამძებრო სამუშაოებში გრძელდება. როგორც მუნიციპალიტეტების მერმა, კობა ლურსამანაშვილმა განაცხადა ერთი მაშველებმა ხეობიდან გამოიყვანეს, მეორე კი, საკუთარი ნებით რჩება ადგილზე. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მესამე მწყემსის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
მწყემსის ადგილსამყოფელის დადგენა სპეციალური დრონებით ხდება.
სამი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყო. მწყემსებს საკრაულას ხეობაში ნახირი ჰყავდათ გაყვანილი და უხვი ნალექის გამო მათთან კომუნიკაცია ვერ ხდებოდა.