“წარმატებას ვუსურვებ პრეზიდენტ ტრამპს, ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში!”- მდინარაძე

“პრეზიდენტ ტრამპს წარმატებას ვუსურვებ „დიფ სთეითის“ და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში!” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შორის შეხვედრას ეხმაურება.

მდინარაძე ამბობს, რომ გუშინდელის შემდეგ ბოროტების რამდენი მხარდამჭერი გაიშიფრა მსოფლიოში.

„ნაც.აგენტურა” ისტერიულად არწმუნებდა ხალხს – გლობალური ომის პარტია, „დიფ სთეითი“, „ქართულმა ოცნებამ“ მოიგონა, რუსული ნარატივიაო.

გუშინდელის შემდეგ ამ “მოგონილი” ბოროტების რამდენი მხარდამჭერი გაიშიფრა მსოფლიოში, ადგილობრივი აგენტურის ჩათვლით, ყველამ ვნახეთ.

მხილება გრძელდება…

პრეზიდენტ ტრამპს კი წარმატებას ვუსურვებ „დიფ სთეითის“ და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში!“ – წერს ის სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი თემები