“არ ვარ დარწმუნებული, რომ რაიმე დავაშავეთ”- ზელენსკი ტრამპთან კამათის შემდეგ

“არ ვარ დარწმუნებული, რომ რაიმე დავაშავეთ”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მას შემდეგ განაცხადა, რაც ტრამპთან კამათის შემდეგ თეთრი სახლი დატოვა.

კითხვაზე, უნდა მოუხადოს თუ არა ბოდიში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში მოხდა, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი აშშ-ის პრეზიდენტსა და ამერიკელ ხალხს პატივს სცემს.

„მე პრეზიდენტსა და ამერიკელ ხალხს პატივს ვცემ. ვფიქრობ, ღია და გულწრფელები უნდა ვიყოთ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ რაიმე დავაშავეთ. დემოკრატიისა და მედიის მიმართ მთელი პატივისცემით ვფიქრობ, ჩვენ უკრაინის პოზიცია უნდა გავიგოთ“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, ის რაც თეთრ სახლში მოხდა „ცუდი სიტუაცია იყო“.

მსგავსი თემები