რუსეთმა ხარკოვზე დრონებით მასირებული იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაშავდა შვიდი ადამიანი. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო კომპლექსი და სამედიცინო დაწესებულებები.
ერთი დღით ადრე, ხარკოვის ენერგოსისტემაზე თავდასხმის დროს 12 ადამიანი დაშავდა.