“გუშინ, გაივლო მკაფიო ზღვარი ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის”- ირაკლი კობახიძე

“გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო მკაფიო ზღვარი ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის – კიდევ ერთხელ დამტკიცდა ისიც, რასაც სამი წელი ვამტკიცებდით, რომ აშშ და გლობალური ომის პარტია ორი სხვადასხვა მოცემულობაა”- ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შორის შეხვედრას.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე.

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო მკაფიო ზღვარი ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის. ვგულისხმობ არა იმდენად ტრამპისა და ზელენსკის პოლემიკას, რამდენადაც შემდგომ გამოხმაურებას ამ პოლემიკაზე. პრეზიდენტი ტრამპი და მისი სამშვიდობო ძალისხმევა ერთმანეთის მიყოლებით დაგმეს ადამიანებმა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან იმაზე, რომ სისხლისმღვრელი ომი დაუშვეს და უკრაინა და ათასობით უკრაინელის სიცოცხლე ცივსისხლიანად გაწირეს.

გლობალურმა ომის პარტიამ პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ მყისიერად დაამობილიზა ჩვენთვის კარგად ნაცნობი სპიკერები – ჯინ შაჰინით დაწყებული, ბრიუსელის მრავალრიცხოვანი ჩინოვნიკებით დამთავრებული. მათ არ ჩამორჩნენ არც ქართული რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც სულ რაღაც ერთი თვის წინ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის უკანა ოთახში გადაღებული „სელფებით“ იწონებდნენ თავს”- წერს პრემიერი.

მსგავსი თემები