“ზელენსკიმ მეტისმეტი მოინდომა”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან, შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენკიმ მეტისმეტი მოინდომა.

„მისი გადმოსახედიდან შეხვედრა წარმატებული არ გამოვიდა. მან მეტისმეტი მოინდომა. მე მშვიდობის მიღწევა მსურს. ჩვენ ათწლიან ომსა და თამაშებში ჩართვას არ ვაპირებთ. მე სასწრაფოდ მშვიდობის მიღწევა მსურს. პრეზიდენტ პუტინს მისი დასრულება სურს, მას ამის დასრულება სურს. თქვენც ის ნახეთ, რაც დღეს მე ვნახე: ეს (ზელენსკი) არის ადამიანი, რომელსაც სურს ხელი მოვაწეროთ და ბრძოლა გავაგრძელოთ. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების გასაგრძელებლად უკრაინის პრეზიდენტმა უნდა განაცხადოს, რომ მას მშვიდობა სურს.

„მან უნდა თქვას: „მშვიდობის დამყარება მსურს“. არ სჭირდება აქ დგომა და თქმა: „პუტინი ეს, პუტინი ის“, სხვა ყველაფერი უარყოფითის თქმა. უნდა თქვას: „მშვიდობის დამყარება მსურს“. ომი აღარ მინდა“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები