შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარებას აღარ გაუწევს. ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის სპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას აღარ გაუწევს, რადგან ის სამშვიდობო მოლაპარაკებებს ანიჭებს პრიორიტეტს.
”ჩვენ აღარ ვაპირებთ უბრალოდ ცარიელი ჩეკების დაწერას ომისთვის შორეულ ქვეყანაში რეალური, ხანგრძლივი მშვიდობის გარეშე”- განაცხადა ლევიტმა.
”ძალიან კარგი იყო, რომ კამერები ტრიალებდნენ, რადგან ამერიკელმა ხალხმა და მსოფლიომ შეძლეს დაენახა, რასთან ჰქონდათ საქმე პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს დახურულ კარს მიღმა უკრაინელებთან მოლაპარაკებების დროს” – აღნიშნა მან.