უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულება იმაზე მეტად არავის სურს, ვიდრე მათ. კითხვაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე რუსეთის შეკავებას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ეს რთული იქნება“.
მისი თქმით, რუსეთთან დიალოგისთვის ღიაა, მაგრამ მაშინ, როცა აშშ-ის მხრიდან უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების გარანტიები იქნება.
„ომის დასრულება იმაზე მეტად არავის სურს, ვიდრე ჩვენ, უკრაინაში, რადგან ეს ჩვენი სიცოცხლისთვის ბრძოლაა. მჯერა, რომ ჩვენ (უკრაინა და აშშ) ერთ მხარეს უნდა ვიყოთ. ღია ვარ, მაგრამ რუსების მიმართ უკრაინელების დამოკიდებულებას ვერ შევცვლი – ისინი გვხოცავენ. ამერიკა ჩვენი მეგობარია. რუსეთი კი ჩვენი მტერი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ომის დასრულება არ გვსურს“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.