კონგოში უცნობი დაავადების შედეგად 53 ადამიანი გარდაიცვალა

კონგოში უცნობი დაავადების შედეგად 53 ადამიანი გარდაიცვალა. მედიკოსების ცნობით, პაციენტები სიმპტომების გამოვლენის შემდეგ 48 საათში გარდაიცვალნენ.

არსებული ინფორმაციით, უცნობი დაავადების პირველი შემთხვევა 21 იანვარს გამოვლინდა. ინფექციონისტებმა 943 შემთხვევა დააფიქსირეს, აქედან 53 ფატალურად დასრულდა.

თავიდან ექიმები ამ შემთხვევებს ებოლას ვირუსს უკავშირებდნენ, თუმცა ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიღების შემდეგ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) უცნობი დაავადების აფეთქებას ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის სერიოზულ საფრთხედ“ აფასებს.

მსგავსი თემები