“ოქრუაშვილმა, მისი განცხადებებით, ოპოზიცური პოლიტიკური ველი დაანგრია”- სიმონ ნოზაძე

დეპუტატ სიმონ ნოზაძეს განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილმა, თავისი განცხადებებით, “ნაციონალურ მოძრაობას” ზიანი მიაყენა. 

როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოქრუაშვილის განცხადებებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა იმ რეჟიმის მანკიერი მხარეები, რაც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს იყო. მისი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციის ლიდერი აღარ იქნება.

“ფაქტია, რომ ოქრუაშვილის ამ ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, დიდი დარტყმა მიაყენა ოპოზიციის ამ ფრთას. ფაქტობრივად, მან ოპოზიცური-პოლიტიკური ველი, ამ განცხადებებით დაანგრია. გასუფთავდება ახლა ეს ველი და თავისუფალი რჩება. რამდენიმე ახალი პარტია გაჩნდება,”- განაცხდა სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში”

სიმონ ნოზაძე მიიჩნევს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები, წინა ხელისუფლების რეჟიმის შესახებ, რომლის ლიდერიც თავად იყო, მის პოლიტიკურ მოღვაწეობას ზიანს მოუტანს.

“უფრო გონიერი იურისტი მეგონა ოქრუაშვილი. ზოგადადაც, ის დარტყმა, რომელიც მან მიაყენა სააკაშვილის რეჟიმს, ვერცერთი სხვა მოღვაწე შეძლებდა. სწორედ ის იყო იმ სახელისუფლებო გუნდის უშუალო ლიდერი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებდა. ბევრ რამეს ოქრუაშვილი სიმართლეს ლაპარაკობს. მგონია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აღარ იქნება ოპოზიციის ლიდერი, თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან, არც ის ჩანს, ვინ იქნება ლიდერი,” – განაცხადა სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში”

დეპუტატის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილმა იცოდა, რომ 20 ივნისის ღამის, ძალადობრივი ქმედების გამო დააკავებდნენ. 

მსგავსი თემები