ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში ტყის ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. სანაპირო ქალაქ ოფუნატოს მახლობლად, ივატეს პრეფექტურაში დაიღუპა ერთი ადამიანი. სრულად დაიწვა 90-მდე საცხოვრებელი სახლი და მოხდა 3300 ადამიანის ევაკუაცია.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაციაც, ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ხანძრის მასშტაბი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.