“არ მივიღებდი გადაწყვეტილებას მათ დაკავებაზე, ისინი არ არიან იმ დონის ადამიანები, რომ მიიმალონ” – სიმონ ნოზაძე ხაზარაძე-ჯაფარიძეზე   

პარლამენტის წევრი სიმონ ნოზაძე მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავება აუცილებლობას არ წარმოადგენს. როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ისინი იმ დონის ადამიანები არ არიან, რომ მიიმალონ. 

“სიმართლე გითხრათ, მე რომ ვიყო გამომძიებელი ან პროკურორი, არ მივიღებდი გადაწყვეტილებას მათი დაკავების შესახებ. ისინი არ არიან იმ დონის პიროვნებები, რომ სადმე მიიმალონ. ძიება გაგრძელდებოდა, სისხლის სამართლის ბრალდება უკვე წაყენებული აქვთ. გამორიცხულია, ძიება ობიექტურად არ წარიმართოს, რადგან, დიპლომატიური წარმომადგენლობებიც მაქსიმალურად აკვირდებიან მიმდინარე პროცესს და ჩემი ვარაუდით, საკმაოდ აქტიურია სახალხო დამცველიც. მგონია, ყველაფერი ობიექტურად ჩაივლის”, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში”. 

მსგავსი თემები