აშშ-ის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ პარასკევს, 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ზელენსკი იშვიათი ლითონებისა და უკრაინის აღდგენის შესახებ შეთანხმებას გასაფორმებს.
“ძალიან კარგად მივდივართ რუსეთ-უკრაინაზე. პრეზიდენტი ზელენსკი პარასკევს ჩამოვა. ეს უკვე დადასტურებულია, და შეთანხმებას მოვაწერთ ხელს” – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, შევძელი შეთანხმების მიღწევა, რომლითაც ჩვენს ფულს დავიბრუნებთ და მომავალში ბევრ ფულს მივიღებთ, და ვფიქრობ, ეს მისაღებია”. მისივე განცხადებით, ის და ზელენსკი აპირებენ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომელიც იქნება ძალიან დიდი შეთანხმება.
„შეთანხმება უკრაინის მიერ 10 ცენტის დაბრუნებასაც არ ითვალისწინებს”- ზელენსკი