სვანეთში, “მესტია-ჭალაჰესის კაშხალის” დაზიანების შედეგად, დაბა მესტიის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.
მყინვარ ჭალაადის მიმდებარედ ადიდებულმა მდინარემ, წყლის მილები დააზიანა, განადგურდა 10-მდე მანქანა. ასევე დაზიანდა ჰესის „მესტიაჭალა1″- ის ინფრასტრუქტურა.
მდინარის სიახლოვეს, დასახლებული პუნქტი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივების ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ ჰიდროელექტროსადგურის ნაგებობები დაანგრია, ჰესის შენობა სრულად წყალშია. ასევე, ჰესთან ახლოს მდებარე ათეულობით ავტომობილი ქვა-ღორღით არის დაფარული.
პარალელურად, სტიქია მძვინვარებს ქვემო სვანეთისა და სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში.