დიდი თოვლისა და უხვი ნალექის გამო ზვავი ჩამოწვა რიკოთის 141-ე მონაკვეთზე. დაზიანდა 4 ავტომანქანა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“ჩამოწოლილი ზვავის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარეობს შეფერხებით. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის წმენდის სამუშაოები. გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება”- აცხადებენ გზების დეპარტამენტში.