ჩოხატაურში, ქალს, რომელიც მაშველებმა თოვლიდან გამოიყვნეს და კლინიკაში გადაიყვანეს, ვაჟი შეეძინა. ქალი საკუთარ სახლში იყო ჩარჩენილი და დიდი თოვლის გამო, გამოსვლას ვერ ახერხებდა. მისი დახმარება მაშველებმა დროულად შეძლეს. ბავშვს დემეტრე დაარქვეს.
თოვლიდან გამოყვანილმა ქალმა იმშობიარა
