„თავდაცვის ძალების მობილიზებაც გადაწყდა, ვრეაგირებთ სათანადოდ, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. როგორც კი მდგომარეობა გართულდა, მაშინვე სრულად ჩავრთეთ ყველა რესურსი, ვგულისხმობ იმას, რომ თავდაცვის ძალების მობილიზებაც გადაწყდა ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, რეალურად, გუშინდელმა თოვამ გაართულა ვითარება.
„გამომდინარე მდგომარეობიდან, ჩვენ ვრეაგირებთ სათანადოდ, ბუნებრივია. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. სადაც რა რესურსიც იქნება საჭირო, სრული რესურსი იქნება მობილიზებული“, – განაცხადა პრემიერმა.