ჟურნალისტ გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან, 18 წელი გავიდა

გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან, 18 წელი გავიდა. ოჯახის წევრები და ახლობლები დღესაც ტრადიციულად მის საფლავზე შეიკრიბებიან.

გიორგი სანაიას მიჰყავდა იმ დროისათვის ყველაზე პოპულარული თოქ-შოუ „ღამის კურიერი“.

2001 წლის 26 ივლისს, ტელევიზიით მოულოდნელად გავრცელდა ცნობა გიორგის გარდაცვალების შესახებ. ის საკუთარ ბინაში, მოკლული იპოვეს.

გარდაცვალების რეალური მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა, ბევრის მოსაზრებით ამ მკვლელობის მიზეზი ქვეყნის იმდროინდელი პოლიტიკური ინტრიგები უნდა ყოფილიყო. მას დარჩა ცოლი და ერთი შვილი. გიორგი სანაია დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართველ ტელეწამყვანად და ერთ-ერთ საუკეთესო ჟურნალისტად.

მსგავსი თემები